სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ მისი 22 წლის ვაჟი დანილო კორონავირუსით დაინფიცირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დანილო ვუჩიჩი ბელგრადის ინფექციურ დაავადებათა კლინიკაშია გადაყვანილი.
„ჩემი უფროსი შვილი კორონავირუსით დაინფიცირდა და მისი მდგომარეობის გამო ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. შვილო, შენ გაიმარჯვებ“,- წერს პრეზიდენტი „ინსტაგრამში“.
ბოლო მონაცემებით, სერბეთში კორონავირუსის 2 447 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 61 ადამიანი.