logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ვიზალიბერალიზაციას აუცილებლად მივიღებთ!
- +

15 ივნისი. 2016. 22:26


დარწმუნებული ვარ, ვიზალიბერალიზაციას აუცილებლად მივიღებთ და დღევანდელი დღე არის ამის კიდევ ერთი დასტური" - აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გერმანიაში ვიზიტისა და ანგელა მერკელთან გამართული შეხვედრის შეფასებისას გააკეთა.


პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, ეს არის ერთ-ერთი მიღწევა „ქართული ოცნების" ხელისუფლების და მმართველი გუნდის ამოცანა ეს პროცესი უახლოეს მომავალში დასრულდეს.


წინა ხელისუფლებას ჰქონდა პრეტენზია ევროინტეგრაციის პროცესის წარმართვაზე, მაშინ როდესაც ფეხქვეშ ითელებოდა ადამიანის ღირსება, ადამიანის ძირითადი უფლებები. დღეს ყველა მიმართულებით ფუნდამენტური პროგრესია. განსაკუთრებით დემოკრატიული განვითარების მიმართულებით, ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობით. სწორედ ეს ფუნდამენტური პროგრესი გვაძლევდა ჩვენ ევროინტეგრაციის ტემპების დაჩქარების საშუალებას. რეალურად, ეს ასეც მოხდა. სწორედ ჩვენი ხელისუფლების წყალობით მოხდა ის, რომ დაჩქარდა პროგრესი. კიდევ ერთხელ- ჩვენ უახლოეს მომავალში აუცილებლად მივიღებთ ვიზალიბერალიზაციას",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner