მარტვილის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა კატეგორიის მოსახელობაზე, საკვები პროდუქტების გაცემა დაიწყო.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სასურსათო ნობათს ოჯახებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოხალისეები სახლში მიუტანენ.
სასურსათო პროდუქტების გადაცემის პროცესს, მონიტორინგს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა და მერის მოადგილე აკაკი ხუნწელია უწევენ.
კვების პროდუქტები, სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრში შემავალი 21 საბავშვო ბაღის 847 აღსაზრდელს უკვე გადაეცა.