logo_geo
eng_logo
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 10 131-მდე გაიზარდა
- +

9 აპრილი. 2020. 13:41

 

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათის მანძილზე ინფექცია ქვეყანაში 1459 ადამიანს დაუდგინდა, რითაც მთლიანობაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 131 შეადგინა.

 

ბოლო დღე-ღამის მანძილზე ქვეყანაში 13 ადამიანი გარდაიცვალა და კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობამ 76-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 698 პაციენტი.

 

ოპერატიული შტაბის მონაცემებით, მოსკოვში ინფიცირების „რეკორდი“ დაფიქსირდა - 857 ინფიცირებული, სულ რუსეთის დედაქალაქში ინფიცირების 6 700 შემთხვევაა დადასტურებული. ახალინფიცირებულთა ნახევარზე მეტი 46 წელზე ნაკლები ასაკისაა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner