logo_geo
eng_logo
მერაბ შათირიშვილი: ცესკო-მ დაუშვა უპრეცედენტო გადაწყვეტილება!
- +

15 ივნისი. 2016. 22:31



მოძრაობა „ახალი რეალობისთვის" თავმჯდომარე მერაბ შათირიშვილი სოციალურ ქსელში წერს:



„რამდენიმე დღის წინ ცესკო- სცნო და დაუშვა უპრეცენდეტო გადაწყვეტილება, საქართველოში ჩატარდეს რეფერენდუმი: ოჯახი მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობაა... ამ ეროვნული ნოვაციის ინიციატორები გახლავთ: სანდრო ბრეგაძე, სოსო მანჯავიძე, ზვიად ტომარაძე და ათიათასობით ღირსეული ქართველის გამოხატული ნება... დღეს ამ საინციატივო ჯგუფს მეც შევუერთდი და, უფრო მეტიც, სარეფერენდუმო-საორგანიზაციო საქმიანობის ხელმძღვანელობის პატივიც მერგო... თავს ბედნიერად ვთვლი და, ვფიქრობ, მარტო ამისთვის ღირდა ცხოვრება, ერთხელ და სამუდამოდ დაკანონდეს ჩემს სამშობლოში, რაც ოდითგანვე ცხოვრების წესად და ღირსებად ითვლებოდა - მართლმადიდებლობის, ჩვენი სულიერებისა და ეროვნული თვითმყობადობის ქვაკუთხედს წარმოადგენდა...

 

ვარდი უეკლოდ არ იკრიფება: რეფერენდუმის ჩატარებისთვის 200 000 ხელმოწერაა საჭირო, მაინტერესებს, ჩემი ფეისბუქელი მეგობრებიდან, რამდენი ჩააგდებს დემოგრაფიულიტაძრის" საძირკველშისამშენებლო ქვას" და რამდენი დამიკავშირდება - აქტიურად ჩაებმება ამ მართლაც სასიქადულო საქმეში და თავის როლს ღირსეულად შეასრულებს!..

 

მობ. 555 51 36 65, მეტროთავისუფლები" მოპირდაპირე შენობაში, რუსთველის N1-ში, მე-4 სადარბაზო, მე-2 სართულზე..."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner