უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში ხელისუფლების მიერ გაწეულ სამუშაოებს ავრცელებს. „გადაეცით- გაავრცელეთ"- ჩრდილელი საკუთარ „ფეისბუქის" გვერდზე „ქართული ოცნების" მიერ გატარებული სამუშაოების დეტალურ აღწერას აქვეყნებს, რომლის მცირე ნაწილსაც „რეპორტიორი" გთავაზობთ.
აი რას წერს ჩრდილელი ამასთან დაკავშირებით:
„მეგობრებო, დღეს შემოგთავაზეთ 0, 000000000001 პროცენტი, იმ ჩატარებული საქმიანობისა, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ წამოიწყო ან ამთავრებს...
სპეციალურად შემოგთავაზეთ, სხვადასხვა თემატიკა: ბარში,მთაში, წყალზე, მიწის ზევით თუ მიწის ქვეშეთში, სოციალური პროგრამები თუ ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე პროცესები...
ჩემი თხოვნაა მხოლოდ, რომ აუცილებლად აღნიშნული და სხვა მრავალი პროექტი გავაგებინოთ-სოფლად თუ ქალაქად, პირად თუ მობილურით საუბრის დროს...
ჩვენ გვეძახიან უუნაროებს, 10 წლის მანძილზე-პოტიომკინის სოფლის მაშენებლები, ბიუჯეტი და გრანტიჭამია სუბიექტები...
P.S. კიდე შემოგთავაზებთ, სხვა დღეებშიც პროექტს ,,გადაეცით, გაავრცელეთ,,. უღრმესი მადლობა, ყველას..."- წერს ჩრდილელი.
ქვემო და ზემო შუხუთში, გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო...
საქართველოს მასშტაბით "სოფლად სახლის" პროექტის ფარგლებში, დევნილთა სამინისტრომ შეისყიდა 888 სახლი
2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე საცხოვრებლით უზრუნვლყოფილია 15 000-მდე დევნილი ოჯახი.
ხარაგაულის რაიონის, სოფელ მარელისში 4კილომეტრიანი ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. გზაზე, ასფალტი, პირველად იგება!
ქობულეთში ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა, უკვე შენდება. სამუშაოების ღირებულება 5,867,300 ლარია.
ავტომაგისტრალის სავალი ნაწილი 5 მეტრით ზღვისკენ გაფართოვდება;
სანაპიროზე შენდება 7,71 მეტრი სიმაღლის შტორმისგან დამცავი ქვანაყარი ბერმა.
დაგეგმილია: ვანის არქეოლოგიური მუზეუმის, ნაქალაქარის ტერიტორიის და მუზეუმამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;
ქ. მცხეთაში მდ. მტკვარზე ახალი სახიდე გადასასვლელი აშენდება.
როშკა-არხოტის გზა- პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის 25-კილომეტრიანი გზის მშენებლობა დაიწყო.