logo_geo
eng_logo
ზაზა სიამაშვილი ცაგურიას: შენ რასაც ამოთქვამ, ჩემი სათქმელიცაა...
- +

15 ივნისი. 2016. 23:17


ზაზა სიამაშვილი დაჩი ცაგურიას მიმართავს  და 2009 წლის 15 ივნისის დარბევას იხსენებს:



„ცოტა მეგულება ადამიანი, ვინც ასე ღირსეულად, ვაჟკაცურად და შემართულად უძღვება იმ საქმეს, რომელიც მასზეა მინდობილი.... წისქვილის ქვა არ დატრიალებულა მის თავზე, - მაინც მუხლჩაუხრელად აკეთებს საქმეს....

 

დაჩი, შენ რასაც წერ ან ამოთქვამ, ჩემი სათქმელიცა... მე იმ ხალხის მიკვირს, არხეინად რომ უყურებდნენ შენს ცემას და ლამის სასიკვდილოდ გამეტებას და დღესაც ვითომც არაფერიო..."- მიმართავს სიამაშვილი ცაგურიას.



დაჩი ცაგურია 2009 წლის 15 ივნისს, პოლიციის სამმართველოსთან მომხდარ დარბევას იხსენებს და ფეისბუქზე წერს:

 

„სანამ პირში სული მიდგას იცოდეთ რომ არ შეგარჩენთ და დაისჯებით! ვინც დაგავალათ მათაც მოგისვამთ აუცილებლად!

 

ესაა ჩემი 34 წლიანი ცხოვრების ყველაზე მძიმე დღე, დღემდე მაწუხებს მაშინდელი დაზიანებები... განა პირადი ბოღმა მაქვს?! უბრალოდ ამის პატიება არ შეიძლება. ქართული მართლმსაჯულების წინაშე აუცილებლად წარსდგებით!"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner