logo_geo
eng_logo
დაჩი ცაგურია: სანამ პირში სული მიდგას, არ შეგარჩენთ!
- +

15 ივნისი. 2016. 23:17


„საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია 2009 წლის 15 ივნისს თბილისის პოლიციის სამმართველოსთან შეკრებილი მანიფესტანტების დარბევას იხსენებს და ამის შესახებ წერს:


 

„სანამ პირში სული მიდგას იცოდეთ რომ არ შეგარჩენთ და დაისჯებით! ვინც დაგავალათ მათაც მოგისვამთ აუცილებლად!

ესაა ჩემი 34 წლიანი ცხოვრების ყველაზე მძიმე დღე, დღემდე მაწუხებს მაშინდელი დაზიანებები... განა პირადი ბოღმა მაქვს?!  უბრალოდ ამის პატიება არ შეიძლება. ქართული მართლმსაჯულების წინაშე აუცილებლად წარსდგებით!"



2009 წლის 15 ივნისს თბილისის პოლიციის სამმართველოსთან ახალგაზრდული ორგანიზაციების აქციისას ადმინისტრაციული მუხლით დააპატიმრეს დაჩი ცაგურია, მერაბ ჭიქაშვილი, მიხეილ მესხი, გიორგი ჩითარიშვილი და გიორგი საბანაძე. მათ სასამართლომ 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა, 50-მდე დაკავებულს კი 400 ლარის ოდენობის ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა.


ამასთან, სამართალმცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებს და რამდენიმე მათგანს აპარატურაც დაუმტვირეს.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner