logo_geo
eng_logo
გორში, ხაშურში, ქარელსა და კასპში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს
- +

10 აპრილი. 2020. 00:03

 

შიდა ქართლის რეგიონის ქალაქებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის საპროფილაქტიკო ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა და სპეციალისტთა ჯგუფები შიდა ქართლის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქალაქების – გორის, ხაშურის, ქარელისა და კასპის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოებს ახორციელებენ.

 

 

ღონისძიებები ადგილობრივ თვითმმართველობებთან შეთანხმებით მიმდინარეობს. სპეციალური პრეპარატით, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა, დეზინფექცია უტარდება ქუჩებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს. სადეზინფექციო სამუშაოებ​ს შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი კასპში დაესწრო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner