ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 1786 ხალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში ინფიცირების 11 917 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებულებიდან 795 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 94 კი გარდაიცვალა.
ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ მოსკოვში დაფიქსირდა - 1124 ინფიცირებული. სულ რუსეთის დედაქალაქში კორონავირუსით ინფიცირების 7 822 შემთხვევაა დადასტურებული, 50 პაციენტი გარდაიცვალა.