logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: გერმანია ჩვენი გამოკვეთილი მხარდამჭერია!
- +

16 ივნისი. 2016. 00:19


„ანგელა მერკელმა პირდაპირ განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას მხარს დაუჭერს," - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა გადაცემა 2030-ში.


"მეტიც, საქართველოსთან მიმართებაში არანაირი დამატებითი კითხვა არ არსებობს და ევროპისთვის პრობლემატური საკითხები საქართველოსთან არანაირ კავშირში არ არის. საქართველომ ყველა ვალდებულება და კრიტერიუმი დააკმაყოფილა, ის ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა და როგორც ქალბატონმა მერკელმა აღნიშნა, თუ კონკურენტუნარიანობისა და გამჭვირვალობის შესახებ მსოფლიო რეიტინგებს შევხედავთ, საქართველოს შესანიშნავი წარმატებები აქვს", - განაცხადა სესიაშვილმა.


მისი თქმით,  მერკელის მხრიდან საქართველოს ასეთი შეფასება და გერმანიის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.


"ეს ყველაფერი ქმნის განცდას, რომ გერმანია არა მარტო ჩვენი მეგობარი და პარტნიორია, ამ ეტაპზე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ქვეყანა ჩვენი გამოკვეთილი მხარდამჭერი და ევროპაში ერთგვარი ლოკომოტივი ხდება. გერმანიას ევროკავშირსა და ნატოში გადამწყვეტი სიტყვა აქვს და მისი მხარდაჭერა, მითუმეტესმერკელის მხრიდან საქართველოს ასე შეფასება  ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.


როგორც მან აღნიშნა, წინა ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა, როცა საზოგადოებაში, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობაში გააჩინა აზრი, რომ საქართველოსთან მიმართებაში სკეპტიკური ქვეყნები არსებობენ.


"წინა ხელისუფლებას ძალიან ცივი ურთიერთობა ჰქონდა იმ ქვეყანასთან, რომელიც ევროპაში ძირითად საკითხებს წყვეტს. ჩვენ ეს ყინული გავალღვეთ და ძალიან პოზიტიური მოლოდინი გვაქვს. ოპონენტები სპეკულირებდნენრომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში კორცხელის ინციდენტმა და დემოკრატიის ნაკლებობამ შეგვიშალა ხელი. დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს ყველაფერი წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაცია იყო", - განაცხადა სესიაშვილმა.


მისი თქმით, მერკელმა პირდაპირ განაცხადა, რომ შეჩერების მექანიზმი საქართველოსთან არანაირ კავშირში არ არის.


"ევროკავშირს სჭირდება დაცვის მექანიზმი, რომ თუ მიგრანტების პრობლემა შეექმნება, კონკრეტულ სახელმწიფოსთან მიმართებაში დაცვის ბერკეტი  ჰქონდეს. გერმანიას და ევროკავშირს ყველაზე ნაკლები მოლოდინი აქვს იმის, რომ პრობლემები საქართველოსგან  ექნებათ, რადგან ჩვენს ქვეყანაში არის დემოკრატია, მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარების სერიოზული პერსპექტივა. მათ ნაკლები მოლოდინი აქვთ, რომ საქართველოს მოქალაქეები მიაკითხავენ და პოლიტიკურ თავშესაფარს მოითხოვენ, რადგან ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner