logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ამ თემაზე საუბარი დავასრულე!
- +

16 ივნისი. 2016. 00:39


„პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს:


„უშიშროების სამსახურებში სხვადასხვა სქემებს რომ წერენ და ამუშავებენ, ეს ფაქტია. ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მესამე კურსზე, როცა საინფორმაციო ომების ტექნოლოგიას ვსწავლობდით, ეს სქემები გავიარეთ. ერთ-ერთ მარტივი ვარიანტი მარტივად გამოიყურება- არასასურველი ძალის განადგურებისათვის, მას ის უნდა დააბრალო, რასაც თავად ებრძვის და ებრძოდა. ამ კამპანიაში მოხერხებულად უნდა გამოიყენო ისეთი ფრაზები, როგორიცაა :" მე თქვენი მჯეროდა და ახლა აღარ მჯერა", "მე თქვენგან ამას ვერ წარმოვიდგენდი", "კი, წავიკითხე თქვენი პასუხი, მაგრამ არაა დამაკმაყოფილებელი", "დღეიდან მხარს აღარ გიჭერთ". სინამდვილეში ეს ხელოვნურად მომზადებული კამპანიაა, სადაც ბევრი გულწრფელი ადამიანიც უნდა ჩართო. ბევრი-პოლიტიკურად არაგამჭრიახი. თუ ეს ბევრი ვერ იპოვე, მაშინ მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალებიდან უნდა შექმნა სპეციალური ზონდერ-ჯგუფი და უწყვეტ რეჟიმში გაავრცელებინო სკეპტიკური მესიჯები, რომ სამიზნე მხარე ტავს იმართლებდეს და იმართლებდეს. მეგობრებო, მთელი დღეა ვკითხულობ სხვადასხვა ტიპის კომენტარებს. ჩემი ცოდნა მკარნახობს და ასეთივე განცდა მაქვს, თითქოს ეს პროცესი მართულია. საჯარო პირი ვარ და ნებისმიერ თემაზე საჯაროდვე გპასუხობთ. პარტიიდან ვინ არ წასულა? ან წინასაარჩევნოდ ვის უკვირს დაპირისპირება, კამათი, ჩხუბიც კი. მანუჩარ მაჩაიძის პარტიიდან წასვლის თემაზე ასეთი არაბუნებრივ პოლემიკას მხოლოდ ერთი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს- როცა პროცესს მიზანმიმართულად ნავთს ასხამენ. ახლა ნავთისმდასხმელებს ვეუბნები: არც თავის სამართლებელი მაქვს რამე და არც დანაშაული ჩამიდენია, რომ მთელი დღე თქვენს მიერ მართულ "ავატარებს" ვუპასუხო. ქვეყნის წინაშეც მართალი ვარ, ჩემი ხალხის წინაშეც მართალი ვარ და მანუჩარ მაჩაიძის წინაშეც მართალი ვარ, (თუ ეს ვინმეს აინტერესებს) და თვითონ ჩაიხედოს მის გულში. ყველამ მინდა გააცნობიეროს, რომ რაც დღეს ხდებოდა, სინამდვილეში სიცარიელეა. პარტიიდან წავიდა პოლიტსაბჭოს წევრი. წავიდა? ღმერთმა დალოცოს. რომელ პარტიას არ ჰქონია ასეთი "გამოცდილება"?! საერთოდ, სადაც იყავი, იმ გუნდზე აუგი აღარ უნდა თქვა, როცა მიდიხარ. ამას მამაჩემი მასწავლიდა და ეს ცოდნა ბევრჯერ გამომადგა. ვწუხვარ, რომ მანუჩარ მაჩაიძემ ირიბად სცადა ჩვენი მიბმა იმ ვანო მერაბიშვილთან, რომელიც სწორედ ჩვენი გუნდის დიდი ბრძოლის შედეგად ზის იქ, სადაც ზის და კიდევ დიდხანს იჯდება. აქამდე ხმა არ ამომიღია ამაზე და არასდროს დამიყვედრებია ეს ჩემი ქვეყნისთვის, მაგრამ 2012 წლის სექტემბერში მე ჩემი შვილები პირისპირ დავტოვე ხელისუფლებაში ჯერ კიდევ მყოფ იმ ხალხთან, რომლებიც ბელგიიდან ვამხილეთ. არც ერთმა საელჩომ ჩემი შვილების დაცვაზე თანხმობა არ განაცხადა. ჰკითხეთ ამჟამინდელ სახალხო დამცველს და მოგიყვებათ, როგორ ველოდი ელჩების დახმარებას და ველოდი ამაოდ. ჩემი სახლის კარი კი, უბრალოდ, ერთი ფეხის დარტყმით გატყდებოდა. ღმერთმა დამიცვა მაშინ და დღეს ზოგიერთი უწესო კაცის შურისძიება მებრძვის. რა გინდათ ჩემგან ბოლოს და ბოლოს? ისე ვიბრძვი, როგორც სწორად მიმაჩნია და როგორც შემიძლია. კეთილი საქმეებით შემეჯიბრეთ, ან შემომიერთდით, მარტო რომ იკბინებით.

როცა ჩემს შვილებს და ოჯახს ვწირავდი, ბევრი თბილის სამზარეულოდან წერდა მგზნებარე პოსტებს და ამას ბრძოლად აღიქვამდა. მე გიფასებთ, რომ სამზარეულოდან წერდით კომენტარებს. ესეც საქმე იყო. მაგრამ თუ მე არ მეპარება ეჭვი თქვენს პატიოსნებაში, თქვენ მუდმივად რატომ მამართლებინებთ თავს? მეგობარზე ვთქვა უარი? ან იმას მეკითხებით, ნიკა რამიშვილი რატომაა ჩემი მეგობარი? ნიკა, მისი მშობლები, მთელი მისი ოჯახი მანამდე იყო ჩემი მეგობარი, ვიდრე დიკო ჯოჯუას ცოლად მოიყვანდა და ახლა რა ვქნა უარვყო მეგობარი? ასეთი მოგეწონებით? თუ ასეთი მოგეწონებით, მე არ გთხოვთ არც ხმის მოცემას და არც მხარდაჭერას. დილით, როცა დავწერე, რომ უზნეობაა ბატონი მანუჩარის განცხადება, უზნეობაში სწორედ ის ვიგულისხმე, რომ... უცნობ კაცს ასეთი რამ არ უნდა დააბრალო, ვანოსთან მეგობრობა და ა.შ. "გავიგეო", რომ ამბობს, რა გაიგეთ, ბატონო მანუჩარ. ნიკა რამიშვილი მერაბიშვილს საერთოდ რომ არ იცნობს, ეს რატომ ვერ გაიგეთ?! და ამ სიტყვების გამო, რომ გთხოვონ დააკონკრეტოთ და დაასაბუთოთ თქვენი "აზრები", რას უპასუხებთ? ჩემთვის პატივცემული ფეხბურთელი იყავით და ასე დარჩებით ბოლომდე. ვწუხვარ, რომ დაგკარგეთ, როგორც ადამიანი. ეტყობა, ცხოვრებაში კიდევ ბევრ ადამიანს დავკარგავ. და ღმერთს სწორედ იმას ვთხოვ, რომ თავის დროზე ამარიდოს ასეთ ადამიანებს, მათთან ურთიერთობა რომ ვერ მოვასწრო. ხოლო "ავატარებს", თუ ეჭვიან "მხარდამჭერებს" ვეუბნები: ვინც მე მხარს მიჭერს, ის ბოლომდე მენდობა. არაა საჭირო ცრუ "აზრების" დამკვირდება, თითქოს გული გაგიცრუვდათ და ა.შ. ეს იმ სქემის ნაწილია, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდი და ვხვდები ამ ყველაფერს, ნუ დაგავწყდებათ, რომ პროფესიით ტელეჟურნალისტი ვარ. და ბოლოს, ამ თემაზე საუბარი ამ პოსტით დავასრულე.


P.S. ჩვენი პარტია სამართლიანი პარტიაა. საკრებულოს წევრიც ერთი კაცი იყოს, საპარლამენტო ხუთეულშიც იგივე კაცმა დაიკავოს ადგილი, პირადად მე, ირმა ინაშვილი ამას მხარს არ დავუჭერდი. გუნდში ბევრი წესიერი ადამიანია, რომელიც მეხუთე ადგილსაც იმსახურებს და მეორესაც. მე კი, სიმართლე გითხრათ, სიამოვნებით ვიქნებოდი 25-ეც... იგივე ფიქრობს დავით თარხან-მოურავიც.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner