მარტვილის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საკვები პროდუქტების დარიგება გრძელდება.
დღეს სასურსათო ნობათი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოხალისეებმა მარტოხელა ხანდაზმულებს, მარტოხელა დედებს, ობოლ ბავშვებს და მრავალშვილიან ოჯახებს სახლში მიუტანეს.
სასურსათო პროდუქტების გადაცემის პროცესს მონიტორინგს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა და მერის მოადგილე აკაკი ხუნწელია უწევენ.
კვების პროდუქტები მარტვილის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 676 ოჯახს გადაეცემა.