საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ამჟამინდელი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
სააკაშვილის შეფასებით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ მერაბიშვილის დევნა პოლიტიკური ნიშნით განხორციელდა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ 8 ნოემბრის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა" დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.
„ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადასტურა, რომ ჩემი გუნდის მიმართ განხორციელებული დევნა წმინდა პოლიტიკურია, ყველა გამოკითხვა აჩვენებს იმას, რომ 8 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში ჩემი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს",- წერს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ივანიშვილის წინასწარი პატიმრობა კანონიერია. ასევე სასამართლოს დადგენილებით, დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი. აქედან გამომდინარე, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ივანე მერაბიშვილისთვის მორალური კომპენსაციის სახით გადახდილ იქნეს თანხა 4 000 ევროს ოდენობით, თუმცა, თავად 15 000 ევროს ითხოვდა.