კორონავირუსის პრევენციის მიზნით კასპის მუნიციპალიტეტში მთელი ღამის განმავლობაში მორიგი სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებულმა ტექნიკამ და სპეციალისტთა ჯგუფებმა სპეციალური ხსნარებით დამუშავეს ქალაქის და ადმინისტრაციული ერთეულების ქუჩები, მისასვლელი გზები და თავშეყრის ადგილები.
სამუშაოების მიმდინარეობას შიდა ქართლის მხარის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, მისი პირველი მოადგილე სიმონ გულედანი, კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ტატანაშვილი, მოადილე ზაზა მარიდაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლეონიძე ესწრებოდნენ.
სადეზინფექციო სამუშაოები, რომელიც მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით განხორციელდა მომავალშიც გაგრძელდება.