logo_geo
eng_logo
კორონავირუსის გამო ე.წ. კანონიერი ქურდები ციხეებს დატოვებენ, მათ შორის ქართველი ქურდებიც
- +

10 აპრილი. 2020. 21:36

 

 

რუსული მედია უკვე წერს, რომ ქვეყნის ციხეებში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა და ეპიდაფეთქება გარდაუვალია. ამის ფონზე, რუსი უფლებადამცველები იმედოვნებენ, რომ ვირუსის მასშტაბური გავრცელების გამო, რუსეთის ხელისუფლება დათანხმდება ციხიდან პატიმრების გამოშვებას.

 

 

არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც პატიმრებმა თავად მიმართეს ადმინისტრაციას შეწყალების თხოვნით. როგორც რუსული მედია წერს, ციხიდან გამოსვლისთვის იბრძვიან ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, რომლებმაც საქმეში "გავლენიან სანაცნობოსთან" ერთად, ფინანსური შეთავაზებებიც ჩართეს. უკვე დაძრულია რამდენიმეს საქმე, თუმცა მასშტაბურ ამნისტიას ელოდებიან, რათა ისინიც სხვებთან ერთად გაათავისუფლონ.

 

 

ამნისტიაში მოხვდებიან კავკასიელი პატიმრებიც, რადგან უკვე მუშავდება პეტიცია, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა ის პატიმრები გაათავისუფლონ, ვისაც პატიმრობის ვადის ამოწურვამდე ცოტა დრო დარჩა. სავარაუდოდ, მათ შორის ქიენბიან, ე.წ. ქქართველი კანონიერი ურდებიც.

 

 

უფლებადამცველი ორგანიზაცია "მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფი" აგროვებს ხელმოწერებს რუსეთის ხელისუფლებისადმი. პეტიციაში, რომელსაც რამდენიმე ათასი ადამიანი აწერს ხელს, მოითხოვენ რაც შეიძლება ფართო ამნისტია მოხდეს და მცირევადიანი პატიმრები გამოუშვან, რადგან კორონავირუსის გამო ციხის იზოლატორებში შესაძლოა, უმძიმესი შედეგები დადგეს.

 

 

"იქ მყოფი ადამიანები (და არა მხოლოდ პატიმრები) ძალიან დიდი საფრთხის წინაშე არიან, რადგან ვერ სარგებლობენ საკმარისი სამედიცინო დახმარებით, არ აქვთ ძლიერი იმუნიტეტი და გარდა ამისა, შეუძლებელია მათი თვითიზოლაციაში მოქცევა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეპიდემიის გავრცელების დიდი რისკი არსებობს, რაც მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის...

 

გაეროს უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხში სპეციალურ განცხადებაში მიმართავს ყველა ქვეყნის ხელისუფლებას, მაქსიმალურად შეამცირონ ციხეებში პატიმრების რაოდენობა, რათა შემდგომი გართულებები თავიდან აიცილონ...” - ნათქვამია უფლებადამცველების განცხადებაში.

 

 

 

2019 წლის იანვრის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის კოლონიებში 465 000-მდე პატიმარი იმყოფება, თითქმის 100 000 კი საგამოძიებო იზოლატორში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner