logo_geo
eng_logo
გია კორკოტაშვილი: კენჭს ვიყრი თემქაზე, ზღვასთან ახლოს, თუ წავაგე თავს დავიხრჩობ...
- +

16 ივნისი. 2016. 01:06


საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მისიის" დამფუძნებლმა გია კორკოტაშვილმა არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა. იგი კენჭს პარტია „ჩემი სამშობლოს" სახელით იყრის. ამის შესახებ კორკოტაშვილმა ინგა გრიგოლიას „დღის ამბებში" განაცხადა.


პარტიამჩვენი სამშობლო" წარმადგინა მაჟორიტარ დეპუტატად თემქაზე და ვაპირებ, რომ ნდობა დავიმსახურო იმ ადამიანების, რომელთა უმეტესობასთან ნდობა მაქვს უკვე. როდემდე შეიძლება განზე გამდგარმა უყურო ამ ყველაფერს. „ჩვენი სამშობლოს" თავმჯდომარე არის ზვიად ჩიტიშვილი. „ქართულმა ოცნებამ" „ნაციონალურ მოძრაობას" რეანიმაცია გაუკეთა, იმიტომ აღარ მწამს და არ მჯერა. ვერ ივარგეთ ბატონებო და რა გავაკეთოთ, პირველ ოთხ წელიწადს ტყუილში ხართ და ვერ გააკეთეთ ის, რაც გასაკეთებელი გაქვთ. კენჭს ვიყრი თემქაზე, ზღვასთან  ახლოს არის და თუ წავაგე თავს დავიხრჩობ",-განაცხადა კორკოტაშვილმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner