logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ამისულაშვილი 150 შეჭირვებულ ოჯახს პირველადი მოხმარების პროდუქტს და საკვებს გადასცემს
- +

11 აპრილი. 2020. 01:38

 

 

ჟურნალისტი თამარ ბატიაშვილი ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველის, ალექსანდრე ამისულაშვილის ქველმოქმედების შესახებ ძალიან სასიამოვნო ამბავს ავრცელებს.

 

„კარგი ამბავი უნდა გიამბოთ. ამ თელაველმა ბიჭმა, რომელიც ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველია, საკუთარი თანხით შეიძინა პირველადი მოხმარების საქონელი და საჭმელი პროდუქტები. მერე თელავის მუნიციპალიტეტის მერიას სთხოვა, რომ 150 შეჭირვებული ოჯახისთვის გადაეცათ. ხვალ მიიღებენ ადრესატები ამ საჩუქარს. თითო პაკეტის ღირებულება 160 ლარს შეადგენს“- წერს ჟურნალისტი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner