logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: „ნაციონალურ მოძრაობას“ მორალი რომ ჰქონდეს, არაფერზე არ აქვს ხმა ამოსაღები!
- +

ავტორი ნინო ჯიბუტი

29 თებერვალი. 2016. 18:54


„ნაციონალურ მოძრაობას" გარკვეული მორალის ძალიან ნომინალური შეგრძნება მაინც რომ ჰქონდეს, აბსოლუტურად არაფერზე არ აქვს ხმა ამოსაღები," - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი „ნაციონალური მოძრაობის" მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისთვის გაგზავნილ სიას, სადაც ჩამოთვლილია 2012 წლის არჩევნების შემდეგ მომხდარი გახმაურებული და გამოუძიებელი საქმეები. მისი თქმით, არსებობს საკითხები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის" გარეშე გადაწყვეტას მოითხოვს. მითუმეტეს, როდესაც მათი ხელისუფლების მმართველობის დროს ბრალდებების ძალიან დიდი სპექტრია. გამზარდიას თქმითვე, დანაშაულებს ნათელი უნდა მოეფინოს და ამაზე კამათიც არ შეიძლება.

 

„ბუნებრივია, რომ ძალიან ბევრ საკითხს ნათელი უნდა მოეფინოს. მთელ მსოფლიოში არაერთი პრეცედენტია, რომლის გამოძიება ვერ ხერხდება. სწორად უნდა მივხვდეთ, როდის და რა პრეტენზია უნდა გვქონდეს ხელისუფლების მიმართ. მაგალითად, რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის ადგილას, გავუგზავნიდი საქმეებს „ნაციონალურ მოძრაობას" იმავე წარმატებით. თუმცა, ისიც ვაღიაროთ, რომ დღეს პასუხისმგებელი ბევრ საკითზე დღევანდელი ხელისუფლებაა. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, ეს რომ მოდიოდეს სხვა პარტიისგან, შეიძლება შენიშვნა მიღებული იქნას, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას" ამის უფლება არ აქვს", - აცხადებს გამზარდია.


ანალიტიკოსი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, გახმაურებულ დანაშაულებზე თითქოსდა გამოძიების შედეგად, ისეთ პასუხებს იძლეოდა, როგორიც აწყობდა.


„ნაციონალური მოძრაობა" თავისი მმართველობის პერიოდში „ნათელს ჰფენდა" ასეთ საქმეებს. როგორც აწყობდა, ისეთი პასუხები ჰქონდა. გირგვლიანის საქმეზე ერთ-ორზე გადატყდა ჯოხი, რობაქიძეზე - თითქმის მიცვალებულიც დაადანაშაულეს, ხან სრულიად სხვა მდგომარეობას აღწერდნენ.  „ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი ინტერესის მიხედვით, იძლეოდა პასუხებს და კვლევის პროცესი სრულიად მოდიფიცირებული იყო. ამიტომ ის თითქოსდა გამოძიებული საქმეები „ნაციონალების" მმართველობის პერიოდში, ხელმეორედ გამოძიებას საჭიროებს. მაგალითად, ჟვანიას საქმე, აფრასიძეების საქმე რომ გავიხსენოთ, თავისთვის მისაღები სახელი დაარქვეს, თორემ ოფიციალურად შეიძლება დასკვნებიც დადებული და საქმეც დახურული ჰქონდეთ. მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა" ამ ყველაფერს აკეთებდა ისე, როგორც მას აწყობდა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, სასამართლოებმა, სპეციალისტებმაც დაადასტურეს, რომ სრული სიყალბე იყო. „ნაციონალების" მორალით რომ გვესარგებლა, ვიტყოდით, რომ საქართველოში 99% კრიმინალი იყო, მაშინდელი სასამართლო გადაწყვეტილებები ამას აჩვენებდა. „ნაციონალური მოძრაობის" მთელი მახასიათებლები აგებული იყო, ამ ცრუ სამართალზე. ამიტომ „ნაციონალური მოძრაობის" დროინდელი საქმეები ხელახალ გამოძიებას საჭიროებს",  - განაცხადა არჩილ გამზარდიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner