logo_geo
eng_logo
პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ადევნების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავა
- +

11 აპრილი. 2020. 10:20

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული ზ.ქ. ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ადევნების ბრალდებით, თბილისში, გ. კარტოზიას ქუჩაზე დააკავეს.

 

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

​ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ზ.ქ. ყოფილ მეუღლეს - ნ.ყ.-ს, ტელეფონის საშუალებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ დაკავებული, 2018 წლის აპრილიდან 2020 წლის 3 აპრილამდე პერიოდში, ყოფილ მეუღლესთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა, როგორც პირადად, ისე, მობილური ტელეფონის საშუალებით. გარდა ამისა, ბრალდებული მას სისტემატურად უთვალთვალებდა. ნ.ყ.-მ დახმარებისთვის პოლიციას მიმართა.

 

გამოძიების დაწყების პარალელურად, გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის საფუძველზეც, სხვა შეზღუდვების დაწესებასთან ერთად, ზ. ქ.-ს ჩამოერთვა პირად საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი.

 

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ადევნების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის II ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 111-1511-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner