საჩხერეში ცენტრალური ქუჩები, აგრარული ბაზრის, რკინიგზისა და ავტოსადგურის, საავადმყოფოს და საკარანტინო ზონის მიმდებარე ტერიტორიები სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა. სამუშაოები შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის მთავარი სამმართველოს საჩხერის, ჭიათურისა და ზესტაფონის განყოფილებების სახანძრო-სამაშველო ავტოცისტერნებითა და „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეცტექნიკით განხორციელდა.
მიმდინარე პროცესებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ადევნებდნენ თვალს. უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქუჩების მორეცხვა და დეზინფექცია ეტაპობრივად გაგრძელდება.