სოციალურ ქსელში დოლიძის მაცხოვრებლები ამ დროისთვის დოლძეზე არსებული მდგომარეობის ამსახველ ფოტოებს ავრცელებენ.
„დოლიძეზე საშინელი წყალდიდობაა! ფრთხილად იყავით!"
„შარშანაც ასე იყო, მაგრამ წელს უფრო მოკლე ხანში გაივსო დოლიძის ქუჩა წყლით და იმედია ყველა მობილიზებულია..."- წერენ კომენტარებში დოლიძის მაცხოვრებლები.
რამდენიმე წუთის წინ თბილისში ისევ გაწვიმდა. ძლიერი წვიმის შედეგად დოლიძის ქუჩები წყლით არის დაფარული.
2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორია და ვერეს ხეობა კვლავ საშიშ ზონად რჩება.