logo_geo
eng_logo
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 1667 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

11 აპრილი. 2020. 13:46

 

 

რუსეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 1667 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში ინფიცირებულთა რიცხვმა 13584 შეადგინა.

 

ამასთან, ვირუსით ქვეყანაში ბოლო 24 საათში 12 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა რაოდენობამ 106-ს მიაღწია.

 

ინფიცირებულთა ახალი შემთხვევების უმრავლესობა ისევ მოსკოვში გამოვლინდა - 1030 ინფიცირებული. მოსკოვის რეგიონში ინფიცირების 152 შემთხვევაა დადასტურებული, 80 კი - სანკტ-პეტერბურგში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner