რუსეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 1667 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში ინფიცირებულთა რიცხვმა 13584 შეადგინა.
ამასთან, ვირუსით ქვეყანაში ბოლო 24 საათში 12 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა რაოდენობამ 106-ს მიაღწია.
ინფიცირებულთა ახალი შემთხვევების უმრავლესობა ისევ მოსკოვში გამოვლინდა - 1030 ინფიცირებული. მოსკოვის რეგიონში ინფიცირების 152 შემთხვევაა დადასტურებული, 80 კი - სანკტ-პეტერბურგში.