logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა ძმებ ბერძენიშვილების სიგიჟეებზე!
- +

11 აპრილი. 2020. 16:55

 

 

კინორეჟისორი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა „კრებსითი“ ბერძენიშვილების მიერ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოთქმულ ცილისმწამებლურ და მდაბიო შეფასებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველაზე ავტორიტეტული და ღვაწლმოსილი ადამიანების ლანძღვით და ცილისწამებით, მავანნი საკუთარი პერსონების წარმოჩენას ცდილობენ.

როგორც, რეჟისორმა „რეპორტიორთან“ საუბარში განაცხადა, დადგება დრო და ყველას  პასუხი მოეთხოვება.

 

„ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა“, - ასეა მაგათი ამბავიც. საქართველო დღეს, როგორც არასდროს ჩემს მეხსიერებაში, გაერთიანებულია კეთილშობილი სულისკვეთებით, გვერდიგვერდ ებრძოლოს მტერს... აბა, ნახეთ, რა ხდება, ექიმები, პოლიციელები, სამხედროები, ჩინოვნიკები თუ  რიგითი მოქალაქეები, როგორ არიან მოწადინებული, ხელი გაუმართონ ერთმანეთს, გაიზიარონ ურთიერთგაჭირვება და წუხილი. მიუხედავად სერიოზული საფრთხისა, ახალგაზრდა გოგო-ბიჭები, მოხალისეები კარდაკარ დადიან, უმწეოებს თუ მარტოხელა მოხუცებს უნაწილებენ საკვებს, მედიკამენტებს და რაც მთავარია, ყურადღებას და გულის სითბოს, უანგაროდ გასცემენ შემწეობებს. ამით და კიდევ სახელმწიფო ინსტიტუტების უაღრესად გონივრული და მიზანმიმართული, თავდადებული  მოქმედებით, შეუპოვარი ბრძოლით ამ ჭირის დასაძლევად, გამორჩეულია  დღეს საქართველო მთელ მსოფლიოში! და ამას ხედავს და აფასებს ყველა, ერი და ბერი, მთელი კაცობრიობა! ერთი პატარა მარგინალური ჯგუფის გარდა. თავისი სიბოროტის მაუწყებლებით, რომელიც ჩასაფრებულია, იწყევლება, იგინება, ილანძღება, ეძებს, ვერ პოულობს და იგონებს, იტყუება და თვალთმაქცობს! ცდილობენ ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე ავტორიტეტული ადამიანები, ყველა სფეროში,  შეურაცხყონ, ცილი დასწამონ, ჩირქი მოსცხონ. გასაგებია რატომაც, თვითონ რომ გაიხრწნენ და დაწყლულდნენ, გადაგვარდნენ და გადაჯიშდნენ, ჯანმრთელობა და სისუფთავე აღარავისთვის ემეტებათ. ყველგან ჭირს ეძებენ, თუ ვერ პოულობენ იგონებენ და ავრცელებენ, წიოკობენ და ჭორაობენ ბოროტად. რა ქნან, ასეთებად ჩამოყალიბდნენ.  სხვისი ღვაწლის, სიკეთის და კაიკაცობის ბოღმა ახრჩობთ,  საკუთარი უმეცრების შემხედვარეთ.  ნუთუ ერთი გონიერი და გულწრფელი გულშემატკივარი არ ჰყავთ გვერდით, უთხრას, შესძახოს: - ეი, რას სჩადით, გონს მოდით! რა უნდა მოიხვეჭოთ ამ საქციელით იმის ფასი, როგორაც მოგეკითხებათ! არადა, მოეკითხებათ! აუცილებლად მოეკითხებათ. იქაც, რისი არსებობის, როგორც ჩანს, არ სჯერათ და აქაც, რისიც დაჯერებაც რეალურად მოუწევთ, ამის დრო რომ დაუდგებათ! 

 

გუშინ, ეს კონკრეტული ძმები ბერძენიშვილები, დუეტში, ერთი ბიძინა ივანიშვილს ლანძღავდა და ცილს სწამებდა, როგორ თუ გაბედა და გაიღო 100 მილიონი საკუთარ ხალხის და ქვეყანის გადასარჩენად, მეორე კი საქართველოს პატრიარქს,  9 აპრილს ხალხს უღალატაო.

 

თვითონ რა ქნეს რო? იბადება კითხვა. ან ერთმა დღეს, ან ორივემ ერთად 9 აპრილს? 10 თეთრი მაინც თუ გაუმეტებიათ რომელიმეს  მათხოვრისათვის როდესმე?! - ანდა  სად იყვნენ 9 აპრილის ღამეს თვითონ? მე იქ  სულ ვიღებდი. კარგად მახსოვს ყველა და ყველაფერი რაც ჩემს გარშემო ხდებოდა. ამ მოვლენების ეპიცენტრში ვიყავი და ამის დასტური გამაჩნია. მერე ფილმი გავაკეთე და ეს მასალები უამრავჯერ მაქვს ნანახი. ღმერთმანი, ძმებ  ბერძენიშვილებისთვის არსად და არასოდეს მომიკრავს თვალი. არა მხოლოდ 9 აპრილს, არც 8, 7,  6, 5, 4, 3, 2 თუ 1-ში. არც 1988 წლის ნოემბერში, დეკემბერში, იანვარში თუ 1986 წლის თებერვალში...  არც ერთ შეკრებაზე თუ მიტინგზე არ მინახავს და არ დამიფიქსირებია ძმები. სამაგიეროდ სხვის დიდებას ამოფარებულები, სიკეთეების მოსახვეჭად არაერთხელ.  ეხლაც, პოლიტიკური სანაგვიდან, თავისნაირი „კოლექტიური ბერძენიშვილების“ მსგავსად, ღირსეული  და ღვაწლმოსილი ადამიანების ლანძღვით და ცილისწამებით ცდილობენ ფსევდოოპოზიციური პოლიტიკური ჭაობის ზედაპირზე ტივტივს... და რა ტივტივებს, ყველამ კარგად ვიცით - აცხადებს გოგა ხაინდრავა.

 

რეჟისორი განმარტავს, რომ თანხა, რაც პარტია„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ოჯახმა ახალ კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გაიღო, უპრეცედენტოა დღეს. მაგალითისთვის, მარკ ცუკერბეგერმა, ვისი ქონებაც შეუდარებლად დიდია, უკიდურეს გასაჭირში მყოფ თავის ქვეყნის მოსახლეობას, 20 მილიონი შესწირა. არც სხვა ათასობით მილიარდერი, მსოფლიოს მაშტაბით, ამ უბედურების ჟამს, იკლავს თავს ქველმოქმედებით.

 

„რამ შეაწუხა დავით ბერძენიშვილი? რომ ეს 100 მილიონი ყველაზე გაჭირვებულ და განცსაცდელში ჩავარდნილ ადამიანებს  მოხმარდება და არა მისნაირების პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილებას?! ჩვენისთანა შესაძლებლობების ქვეყნისათვის ეს ძალიან დიდი თანხაა. სხვის ჯიბეში ყურებას, თვითონ  რა აქვთ გაკეთებული, ლაი-ლაის გარდა, განსაცდელში ჩავარდნილი საკუთარი თანამოქალაქეებისათვის, იქნებ ეს გაემხილათ საზოგადოებისთვის. ბოღმა ახრჩობთ და ყველაზე ავტორიტეტული, ყველაზე ღვაწლმოსილი, ყველაზე დამსახურებული ადამიანების ლანძღვით ცდილობენ საკუთარი პერსონების წარმოჩენას.  ჰოდა, რად წარმოჩნდებიან ამ საქციელით, მე-8 კლასის ანატომიის წიგნში ნახონ, 35-ე გვერდზე!

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარეს ილია II-ს უამრავი სულიერი შვილი, მრევლი,  გულშემატკივარი და მეგობარი ჰყავს ამ ქვეყანაში და მსოფლიოში. მისდამი უდიერი მიმართვა, ცილისწამება და მისი შეურაცხყოფა, ჩვენი, მისი სულიერი შვილების შეურაცხყოფაცაა! მინდა იცოდნენ „ლევან ბერძენიშვილებმა“ და ისიც ახსოვდეთ, რომ უწმინდესივით მხცოვანი ასაკისანი არ ვართ...   ბიძინა ივანიშვილს რაც შეეხება, ადრეც მითქვამს და კიდევ გავიმეორებ. ბუნებამ ასე დაადგინა, რომ ჭიანჭველა სპილოს ვერ ხედავს! ჰოდა, ეს ჭიანჭველების ბედის უკუღმართობაა, თორემ სპილო, კეთილშობილად დაიარება ამ დედამიწაზე და უამრავ მის ბინადარს, იცავს, ეხმარება და ახარებს თავისი სილაღით და სიძლიერით. თქვენც, „კოლექტიურო ბერძენიშვილებო“,  თქვენდა საუბედუროდ, ვერ ხედავთ რა ხდება თქვენს თავს ზემოთ... თუმცა ჭიანჭველებსაც როგორ შეგადარებთ, მაგათზე მშრომელი არსებები არ მეგულება ამ ქვეყანაზე... თქვენთან, მუქთახორა, ფსევდოოპოზიციურ პოლიტიკურ წუმპესთან, რა სახსენებელი არიან“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner