logo_geo
eng_logo
მარტვილში „ცხელების ცენტრი“ ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს
- +

11 აპრილი. 2020. 18:12

 

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და პარლამენტის წევრი გოგა გულორდავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან აკაკი ხუნწელიასთან და მარტვილში „ევექსის კლინიკების“ დირექტორთან გიორგი ხორავასთან ერთად, მარტვილის მუნიციპალიტეტში, ე.წ. „ცხელების ცენტრში“ არსებულ მდგომარეობას გაეცნენ.

 

„ცხელების ცენტრი“,  კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, „ევექსის კლინიკების“ მარტვილის ჰოსპიტალის ბაზაზე  მოეწყო.

 

კლინიკა აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით და აპარატურით. კლინიკაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებს, რომელიც მკაცრად კონტროლდება.

 

ე.წ. „ცხელების ცენტრების“ შექმნის მიზანს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების კიდევ უფრო უკეთ მართვა წარმოადგენს.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner