logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ის ტაშფანდურა ვერაფრით ვეღარ დაბრუნდება!
- +

16 ივნისი. 2016. 02:24


„ის ტაშფანდურა ვერაფრით ვეღარ დაბრუნდება, ვეღარ გაიგდებენ ხალხს ფეხქვეშ ისე, როგორც ყავდათ გაგდებული"- ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ბეჭდურ მედიასთან და საინფორმაციო სააგენტოებთან შეხვედრისას განაცხადა.


"ტაბულას" ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას ბიძინა ივანიშვილმა ასე უპასუხა:


"დააპატიმრებენ თუ არა ჩემს ანგარიშებს? ეს არის კითხვა? ხომ არ გავჩერდე, ხომ არ მოვუშვა "ტაბულა" ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად? ხომ არ დავაბრუნოთ უკან სააკაშვილი? ამას მეკითხებით ხო? ვერ მოესწრებით მაგას შვილო, არ გაჩერდება ქართველი ხალხი, არ გავჩერდები მეც, უკან ვეღარ შემოაბრუნებთ ვერაფერს. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ იმ კონგრესმენის (სტივ რასელის) განცხადება იყო სირცხვილი, მაგრამ ეს თქვენს ოცნებას ფრთებს ვერ შეასხამს. ვერაფრით ვერ მოხერხდება, რომ შემაჩერონ და დაბრუნდეს ძველი ტაშფანდურა. ვეღარ გაიგდებენ ფეხქვეშ ხალხს , როგორც ჰყავდათ გაგდებული, ცოცხების ინდუსტრია საქართველოში ვეღარ დაბრუნდება, ტყუილად გაქვთ იმედი."


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner