ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე „პერსონალურ ბლოგზე“ უახლეს ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ცნობილი ხდება, რომ შესაძლოა შენგენის ზონის საზღვრები დროებით დაიკეტოს.
„საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კორონავირუსის პანდემიის გამო, არ გამორიცხავს შენგენის ზონის საზღვრების დაკეტვას სექტემბრის ბოლომდე“- ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია BFM ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით ემანუელლ მაკრონს დღეს ჰქონდა ვიდეოკონფერენცია ფრანგული პროფკავშირების ლიდერებთან, სადაც ქვენის პრეზიდენტმა გააჟღერა წიანადადება იმის შესახებ რომ, შენგენის ზონა უნდა დაიკეტოს კორონავირუსის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
BFMTV-სინფორმაციით პრეზიდენტი მაკრონი თვლის რომ, დაკეტილი საზღვრები დადებითად იმოქმედებს შენგენის ზონის ქვეყნების ეკონომიკის აღდგენის პროცესებზე.