logo_geo
eng_logo
ბიძინა კულუმბეგოვი: სირბილის დროს დისტანცია უნდა იყოს 10 მეტრი, ველოსიპედით - 20, ფეხით სიარულისას კი – 6-8 მეტრი
- +

11 აპრილი. 2020. 23:46

 

„როდესაც ბევრი ადამიანი ერთ ხაზში მოძრაობს, სირბილის დროს სასურველია, რომ დისტანცია იყოს 10 მეტრი, ველოსიპედით გადაადგილების დროს კი 20 მეტრი, ხოლო ფეხით სიარულისას – 6-8 მეტრი“, – ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

 

 

 

„ჩვენ ვიცით, რომ ინფექციის გავრცელების მთავარი გზა ხველა და ცემინებაა, მაგრამ შესაძლებელია, რომ ის ლაპარაკის და სუნთქვის დროსაც შედარებით მოკლე დისტანციაზე გავრცელდეს. ძალიან საინტერესო კვლევა ჩაატარეს ნიდერლანდელმა და ბელგიელმა მეცნიერებმა. მათ სოციალური დისტანციის მანძილი დააგრძელეს. როდესაც ბევრი ადამიანი ერთ ხაზში მოძრაობს, სირბილის დროს სასურველია, რომ დისტანცია იყოს 10 მეტრი, ველოსიპედით გადაადგილების დროს კი 20 მეტრი, ხოლო ფეხით სიარულისას – 6-8 მეტრი. დღეს ბევრი მეცნიერი საუბრობს იმაზე, რომ კორონავირუსს შესაძლოა აეროზოლური გავრცელების მექანიზმიც ჰქონდეს, თუმცა ეს საბოლოოდ დადასტურებული არაა“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner