„დემოკრატიის ინსტიტუტი" დოლიძის ქუჩაძე არსებული ვითარების ამსახველ ფოტოს ავრცელებს.
„აი ეს ფოტოები ვრცელდება! დოლიძის ქუჩაზე ეს ხდებაო!
მოვუწოდებთ საგანგებო სიტუაციების სამსახურს, მერიასა და სხვა კომპეტენტურ ორგანოებს, შარშანდელისაგან განსხვავებით, ახლა მაინც მოახდინონ სრული მობილიზაცია და იმოქმედონ ადეკვატურად!"- ავრცელებს „დემოკრატიის ინსტიტუტი."
ლაშა ჩხარტიშვილი ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილი ქუჩების შესახებ წერს და კომპეტენტურ უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს:
„ეს ხდება დოლიძის ქუჩაზეო !
ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ქალაქი !
შსს-ს და მერიას კი მოვუწოდებ, შარშანდელისგან განსხვავებით ახლა მაინც ნუ დატოვებენ მოქალაქეებს, მხოლოდ ღმერთის, საკუთარი თავის და ცალკეული თავდადებული მშველების, ასევე თანამოქალაქეთა იმედად ! ! !"