„აღდგომის დღესასწაული არ გაუქმებულა, აღდგომა გვჭირდება, როგორც არასდროს“, – ამის შესახებ ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ მეორემ სააღდგომო მიმართვაში განაცხადა.
ბრიტანეთის მონარქმა კორონავირუსთან დაკავშირებული შემზღუდველი ზომების დაცვის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
„განცალკევებულად ყოფნით ჩვენ სხვებს ვიცავთ. აღდგომის დღესასწაული არ გაუქმებულა, ფაქტობრივად, ჩვენ გვჭირდება აღდგომა, როგორც არასდროს. დაე, აღდგომის იმედის ცოცხალი ალი იყოს მუდმივი წინამძღოლი ჩვენს მომავალში“, – აღნიშნა ბრიტანეთის დედოფალმა.