-
+
12 აპრილი. 2020. 12:38
ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის, ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში ინფიცირების 15 770 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ინფიცირებულებიდან 1 291 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 130 კი გარდაიცვალა.
ახალი შემთხვევებიდან უმეტესობა - 1 306 ინფიცირებული - დედაქალაქ მოსკოვშია გამოვლენილი.