logo_geo
eng_logo
ბორის ჯონსონი კლინიკიდან გაწერეს
- +

12 აპრილი. 2020. 18:35

 

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კლინიკა სენტ-ტომასი დატოვა და ჯანმრთელობის აღდგენას ქალაქგარეთა რეზიდენცია ჩეკერსში აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

კორონავირუსით ინფიცირებული პრემიერი თავს კარგად გრძნობს, თუმცა, უფლებამოსილების განხორციელებას ჯერჯერობით არ დაუბრუნდება.

 

შეგახსენებთ, ბორის ჯონსონს კორონავირუსი 27 მარტს დაუდგინდა. მოგვიანებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. პრემიერმა ინტენსიური თერაპიის განყოფილება ორი დღის წინ დატოვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner