ბეჭდურ მედიასთან და საინფომაციო სააგენტოებთან გამართულ შეხვედრაზე „ტაბულას" წარმომადგენლის დასმულ კითხვაზე, „თავს ხომ არ იგდებთ საფრთხეში, რადგან შესაძლოა ანგარიშები გაგიყინონ?- ივანიშვილმა უპასუხა, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ გაჩერდება.
„ადამიანის უფლებების დარღვევის გამო საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნით, შესაძლოა, თქვენი ანგარიშები დაყადაღდეს. ამერიკელი კონგრესმენი სტივ რასელიც გამოვიდა მოწოდებით, რომ თქვენ აუცილებლად უნდა გაგიყონონ ფინანსური რესურსები, სანქციები ითვალისწინებს ასევე ქონების დაყადაღებას და სავიზო შეზღუდვებს.
ხომ არ გავჩერდე და "ნაციონალური მოძრაობა" მივუშვა? არ გავჩერდები და უკან ვეღარაფერს შემოაბრუნებთ. ვერაფრით მოხერხდება ის, რომ მე შემაჩერონ.
მე არავის არაფერს ვამადლი, მაგრამ ჩემი პოლიტიკაში მოსვლით მაშინ თავი საფრთხეში ჩავიგდე, ნებისმიერ დროს შეიძლებოდა დატრიალებულიყო ტრაგედია",- განაცხადა ივანიშვილმა.