logo_geo
eng_logo
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 558 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

13 აპრილი. 2020. 12:11

 

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსით ინფიცირების 2 558 შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში, რუსეთში დაფიქსირებულია COVID-19-ით ინფიცირების 18 328 შემთხვევა.

 

ინფიცირებულებიდან 148 ადამიანი გარდაიცვალა, 1 470 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

 

ინფიცირების და გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა ქვეყნის დედაქალაქ მოსკოვშია დაფიქსირებული  - 11 513 ინფიცირებული და 82 გარდაცვლილი.

 

დედაქალაქში და სხვა დიდ ქალაქებში თვითიზოლაციის აუცილებელი რეჟიმია გამოცხადებული.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner