ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსით ინფიცირების 2 558 შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში, რუსეთში დაფიქსირებულია COVID-19-ით ინფიცირების 18 328 შემთხვევა.
ინფიცირებულებიდან 148 ადამიანი გარდაიცვალა, 1 470 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ინფიცირების და გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა ქვეყნის დედაქალაქ მოსკოვშია დაფიქსირებული - 11 513 ინფიცირებული და 82 გარდაცვლილი.
დედაქალაქში და სხვა დიდ ქალაქებში თვითიზოლაციის აუცილებელი რეჟიმია გამოცხადებული.