logo_geo
eng_logo
ჩინელი მეცნიერი კორონავირუსის მეორე ტალღას შემოდგომისთვის ელოდება
- +

13 აპრილი. 2020. 13:01

 

ამა წლის ნოემბერში მთელ მსოფლიოში კორონავირუსის მეორე ტალღა გავრცელდება, თუმცა, ეს გაცილებით მსუბუქი ფორმის იქნება - ასეთი პროგნოზი გააკეთა შანხაის საავადმყოფო „ხუაშანის“ ინფექციური განყოფილების ხელმძღვანელმა, COVID-19-ის მკურნალობის საექსპერტო ჯგუფის წევრმა  ჯან ვენჰუნმა.  ექიმის მოსაზრებას CNN ავრცელებს.

 

„ველოდებით, რომ ეპიდემიის ახალი ტალღა ნოემბერში დაიწყება“, - განაცხადა  ჯან ვენჰუნმა. მისი აზრით, კაცობრიობა ვირუსს ზაფხულისთვის ვერ დაამარცხებს, რადგან ახალი აფეთქებები კვლავ ფიქსირდება სხვადასხვა ქვეყნებში. თუმცა, ექსპერტის განცხადებით, მეორე ტალღა გაცილებით ნაკლები სიძლიერის იქნება, მაგრამ სამხრეთამერიკისა და აფრიკის ქვეყნებისთვის მასთან გამკლავება რთული იქნება სუსტი ჯანდაცვის სისტემის  გამო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner