logo_geo
eng_logo
კიევ-პეჩერის ლავრაში არქიმანდრიტი კორონავირუსით გარდაიცვალა
- +

13 აპრილი. 2020. 14:25

 

კიევ-პეჩერის ლავრაში, რომელიც უკრაინაში რუსეთის საპატრიარქოს წარმოადგენს, არქიმანდრიტი ნექტარიუსი კორონავირუსით გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი ვირუსით გამოწვეული პნევმონია გახდა. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „უნიანი“ იუწყება.

 

ამასთან, კიევის ინფორმაციით, კიევში „რუსეთის საპატრიარქოს შტაბ-ბინაში“ ვირუსით 26 სასულიერო პირია ინფიცირებული. მათივე თქმით, აღნიშნულ ლავრაში ხელისუფლების მიერ დადგენილ წესებს არ ითვალისწინებდნენ.

 

მედიის ინფორმაციით, საავადმყოფოშია ასევე გადაყვანილი ლავრის წინამძღოლი, მიტროპოლიტი პავლე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა „სერიოზულია“.

 

ცნობისთვის, უკრაინაში კორონავირუსის 3102 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს ქვეყანაში 93 ადამიანი ემსხვერპლა

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner