logo_geo
eng_logo
ქრისტეს ქანდაკებას ექიმის ხალათი „ჩააცვეს“
- +

13 აპრილი. 2020. 15:19

 

რიო-დე-ჟანეიროში, მთა კორკოვადუს ძირას, რომელზეც ქრისტეს ქანდაკებაა აღმართული, სააღდგომო წირვა მრევლის გარეშე ჩატარდა.

 

მესის დროს ქანდაკებაზე პროეცირებულ იქნა გამოსახულება, რომელმაც ქრისტეს ქანდაკება ექიმის ხალათში შემოსა. ასევე, გამოისახა „მადლობა“ სხვადასხვა ენაზე.

 

ასევე, ქრისტეს ქანდაკებაზე პროეცირებულ იქნა ვიდეო ბრაზილიელი ექიმების, რომელთაც ხელში ეწირათ ფურცლები წარწერით „ჩვენ ვრჩებით აქ თქვენთვის, დარჩით სახლში ჩვენთვის“. სწორედ ეს ფრაზა იქცა ექიმების მსოფლიო ფლეშმობად, რომლის ფარგლებშიც ექიმები ხალხს მოუწოდებენ დარჩნენ სახლში.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner