logo_geo
eng_logo
ზუგდიდის აგრარულ ბაზარში არსებულ ვითარებას ალექსანდრე მოწერელია გაეცნო
- +

13 აპრილი. 2020. 17:16

 

ზუგდიდის აგრარული ბაზრის ნაწილი  ფუნქციონირებს. ბაზარში დაცულია სურსათის ეროვნული სააგენტოს და ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციები, ტერიტორიაზე რიგებს მოხალისეები და სამართალდამცველები აკონტროლებენ.  ბაზარში პირბადის გარეშე მოქალაქეები ვერ შედიან და  ტერიტორიაზე შეზღუდული რაოდენობით გადაადგილდებიან.

 

ზუგდიდის აგრარულ ბაზარში ამჯერად  ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე სასურსათო მაღაზიები და ხილ-ბოსტნეულის სექცია ფუნქციონირებს. პარალელურად წესრიგდება შენობის მიმდებარედ არსებული სასურსათო მაღაზიები, თუ ისინი დააკმაყოფილებენ არსებულ მოთხოვნებს და იქნება შესაბამისი დასკვნა - ფუნქციონირებას შეძლებენ.

 

ბაზარში არსებულ ვითარებას სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია გაეცნენ. ზუგდიდის ბაზარი 6 აპრილს დაიხურა და 12 აპრილს ნაწილობრივ გაიხსნა,  ბაზარში სადეზინფექციო სამუშაოები რეგულარულად ტარდება.

 

ბაზრის ფუნქციონირებას მონიტორინგს უწევენ სურსათის ეროვნული სააგენტოს და მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. ნორმების დაუცველობის შემთხვევაში  აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე კვლავ გატარდება მკაცრი ზომები. 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner