logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: არ შეიძლება, კრიმინალმა გავლენა იქონიოს საქართველოს მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებაზე ევროპაში
- +

16 ივნისი. 2016. 10:36


შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, კრიმინალმა არ შეიძლება, იქონიოს გავლენა საქართველოს მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებაზე ევროპაში. ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია.

 


მისივე თქმით, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, დღევანდელ პრესკონფერენციაზე კრიმინალი ახსენა.



მინდა აღვნიშნო, რომ კრიმინალი იყო, არის და იქნება, მაგრამ მთავარია, ჩვენ რას ვუპირისპირებთ მას. შსს- არსებობის ისტორიაში პირველად წელს მოგვეცა საშუალება, ფედერალური მიწების დონეზე შევხვედროდი ჩემ კოლეგებს, შს მინისტრებს და ადგილზე გავცნობოდი იმ პრობლემებს, რომელიც არსებობს ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულების თვალსაზრისით. არც ერთ ქვეყანასთან ისეთი თანამშრომლობა, როგორიც გერმანიასთან გვაქვს, არც გვქონია და არც დღეს გვაქვს. კრიმინალმა არ შეიძლება, იქონიოს გავლენა საქართველოს მოქალაქების თავისუფალ გადაადგილებაზე ევროპაში. ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner