ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ძმისშვილმა ბიძა მოკლა. შემთხვევა სოფელ ზემო მსხალგორში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც შუახნის მამაკაცს ძმისშვილმა სასიკვდილო დაზიანება მიაყენა.
რა გახდა მკვლელობის მიზეზი უცნობია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.