საქართველოს საპატრიარქოში სასულიერო პირებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებიან ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.
შეხვედრაზე ეკატერინე ტიკარაძის ყოფნის თაობაზე ინფორმაციას არ ადასტურებენ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში.