საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც შეჩერების მექანიზმი შევა ძალაში, არ არებობს არანაირი წინაპირობა, რომელიც ვიზა-ლიბერალიზაციას ხელს შეუშლის.
„დღეს ძალიან მკაფიოდ დადასტურდა გერმანიის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელის მხრიდან მხარდაჭერა საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციისადმი.
ითქვა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა ვალდებულება და ისიც, რომ დროში გაჭიანურება არ არის დაკავშირებული საქართველოსთან. მას შემდეგ, რაც შეჩერების მექანიზმი შევა ძალაში, არ არებობს არანაირი წინაპირობა, რომელიც ვიზა-ლიბერალიზაციას ხელს შეუშლის", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.