logo_geo
eng_logo
ქობულეთის სოფლებში დღეიდან ე.წ. მობილური ბაზრები იმუშავებს
- +

13 აპრილი. 2020. 23:17

 

ქობულეთის სოფლებში, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი უკვე მეორე დღეა მოქმედებს, დღეიდან ე.წ. მობილური ბაზრები იმუშავებს, – ამის შესახებ ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ განაცხადა.

 

 მოძრავი ბაზრები ქობულეთის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციასთან ერთად გაკეთდება. აღნიშნული ღონისძიებისთვის მუნიციპალიტეტმა ტრანსპორტიც გამოყო.

 

კარანტინში მოქცეულ სოფლებში უკვე დაიწყო მასობრივი თერმოსკრინინგი. გამოკვლევა უტარდება ყველა მოსახლეს, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომი გამოუვლინდა ცხელების კლინიკაში გადაიყვანენ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner