საფრანგეთის პრეზიდენტი მოსახლეობას მიმართავს. ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მოქმედი საკარანტინო რეჟიმი 11 მაისამდე გახანგრძლივდა.
„იმედი გვიბრუნდება, მაგრამ არაფერია გარანტირებული“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 574 ადამიანი გარდაიცვალა.