logo_geo
eng_logo
დამატებითი გაზსადენის მშენებლობა იწყება
- +

16 ივნისი. 2016. 11:13



ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის" სპეციალურმა მმართველმა გია ბენაშვილმა ავჭალა-დიდი დიღმის დამაკავშირებელი გაზგამანაწილებელი ქსელის მშენებლობა დაათვალიერეს.



ავჭალა-დიდი დიღმის დამაკავშირებელი გაზგამანაწილებელი ქსელის მშენებლობის პროექტი  გულისხმობს 8 300  მეტრის სიგრძის ქსელის მშენებლობას.



პროექტის განხორციელებას შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი" საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს  და მისი ღირებულება 1 მლნ 700 ათას ლარს შეადგენს.



ამასთან, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" მაგისტრალური გაზსადენის სისტემაზე შეჭრის და მიერთების წერტილში მოეწყობა სათაო გაზგამანაწილებელი სადგური (გაზის მარეგულირებელი მოწყობილობის, ხარჯმზომი კვანძის და გაზის ოდორიზაციის კვანძის გათვალისწინებით); ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან (ასაშენებელი გამანაწილებელი ქსელის ბოლო წერტილში) მოეწყობა გაზმარეგულირებელი პუნქტები.



გაზის მიღებისთვის საჭირო დამატებითი გაზსადენის მშენებლობის დასრულების შემდეგ ქალაქი დამატებით გაზის რაოდენობას მიიღებს და მომავალი წლების განმავლობაში, გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს თბილისის გაზგამანაწილებელი სისტემის სტაბილურობას.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner