logo_geo
eng_logo
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 21 ათასს გადასცდა
- +

14 აპრილი. 2020. 14:16

 

 

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 774 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში, ქვეყანაში დაფიქსირებულია ინფიცირების 21 102 შემთხვევა.

 

ინფიცირებულებიდან 1694 პაციენტი განიკურნა, 170 ადამიანი კი გარდაიცვალა.

 

ცოვიდ-19-ის გავრცელებასთან ბრძოლის ფარგლებში ქვეყნის ბევრ რეგიონში თვითიზოლაციის რეჟიმი მოქმედებს. მოსკოვში და მოსკოვის რეგიონში კი 15 აპრილიდან რეჟიმი მკაცრდება, კერძოდ, ტრანსპორტით გადაადგილებისთვის ელექტრონული ნებართვა იქნება საჭირო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner