-
+
14 აპრილი. 2020. 14:16
ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 774 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში, ქვეყანაში დაფიქსირებულია ინფიცირების 21 102 შემთხვევა.
ინფიცირებულებიდან 1694 პაციენტი განიკურნა, 170 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ცოვიდ-19-ის გავრცელებასთან ბრძოლის ფარგლებში ქვეყნის ბევრ რეგიონში თვითიზოლაციის რეჟიმი მოქმედებს. მოსკოვში და მოსკოვის რეგიონში კი 15 აპრილიდან რეჟიმი მკაცრდება, კერძოდ, ტრანსპორტით გადაადგილებისთვის ელექტრონული ნებართვა იქნება საჭირო.