„გერმანიის კანცლერისგან ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან გამამხნევებელი და მხარდასაჭერი გზავნილები მივიღეთ", - ამ განცხადებით სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა საქართველოს-პრემიერ მინისტრისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს.
დავით ბაქრაძის შეფასებით, საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესში გერმანიისგან სრული მხარდაჭერა აქვს.
„გასაგებია, რომ საკითხი ძალიან კომპლექსურია და დაკავშირებულია ბევრ პროცედურასთან. ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინი, რომ საკითხი სწორედ გერმანიის მხარდაჭერით დროულად დასრულდება", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.